პროექტის სახელი: ტელევიზორი
პროექტის მოკლე აღწერა:ტელევიზორი -ტექნიკის უდიდესი გამოგონება,მისი დანიშნუ-
ლება ადამიანის ყოფით ცხოვრებასა დაშემეცნებით აზროვნებაში
პროექტის სრული აღწერა:ტელევიზორი იქცა ადამიანის ცხოვრების მუდმივ თანამგზავრად, მოსწავლეები მოიძიებენ ყველა ინფორმაციას ტელევიზორის შესახებ,გაარკვევენ როგორ იხვეწებოდა ტექნოლოგიები, როგორია დღეს ტელევიზორის როლი ადამიანის ცხოვრებაში, რა მიზნით იყენებს მოსახლეობა მას , მოსწავლეები მოახდენენ სხვადასხვა თაობის ტელევიზორების აღწერას
მოსწავლეთა ასაკი:მე-9,მე-10,მე-11კლასი
ვადები: 1თვე
პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში:მოსწავლეები მოიძიებენ მასალას ტელევიზორის გამომგონებლის შესახებ,მოიძიებენ ძველ, ხმარებიდან გამოსულ ტელევიზორებს,აიღებენ ინტერვიუს მოსახლეობისაგან,ახალი თაობის ტელევიზორების კლასიფიკაციას გაეცნობიან,ინფორმაციას მოაგროვებენ ტელევიზორის თანამედროვე მოდელების შესახებ, შექმნიან ბლოგებს, აიღებენ ინტერვიუს მოსახლეობისაგან, რამდენად არის შემოჭრილი ტელევიზია ჩვენს ცხოვრებაში , რა სახის გადაცემებს უყურებენ.
მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება,შეიქმნას:შექმნიან სლაიდებს, ბლოგებს, აუდიო და ვიდეო მასალას ,სტატიკურ ანალიზს, დიაგრამებს,გაამზადებენ ბუკლეტებს.
სარგებელი სხვებისათვის:მოპოვებული მასალის გაცნობა მოხდება ფართო წრეებში,რა სახის ტელევიზორების ყიდვა -შეძენა არის სასურველი და რატომ,რომელია ნაკლებ საზიანო ადამიანის ჯანმრთელობისათვის,აღნიშნული ინფორმაცია განთავსებული იქნება ბლოგზე.
სამუშაო ენა: ქართული
მონაწილეები სხვა სკოლიდან:
საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:ქართული, ფიზიკა ,მათემატიკა. მოსწავლეები ისწავლიან ინტერვიუს აღების წესებს,უნარ-ჩვევებს,კომუნიკაციის,თანამშრომლობის უნარ-ჩვევებს,დამოუკიდებელი კვლევის უნარს,სტატიკური ანალიზის შექმნას,მათემატიკური გაანგარიშების უნარ-ჩვევებს.
პროექტის ფასილიტატორი:მანანა ჯიჯელავა
ფასილიტატორის ელ.ფოსტა:manana. jijelava@gmail.com
пятница, 9 октября 2009 г.
Подписаться на:
Сообщения (Atom)